უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ფეისბუქგვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსები ქმნიან არხს საქართველოს გავლით ყალბი საქონლის კონტრაბანდისთვის.
“სანქციების გვერდის ავლით, რუსი აგენტები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე. ამავდროულად, საქართველოს დაზვერვის წარმომადგენლებმა მიიღეს დირექტივა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.
დღეისთვის ცნობილია რუსეთის ფედერაციის სამხედრო პროდუქციის მიწოდების კიდევ ერთი არხი – აღმოსავლეთ აზია. ამის გამო ოკუპანტ ქვეყანას მიეწოდება ტექნიკის ნაწილები, ელექტრონიკა და ოპტიკური მოწყობილობები.
განიხილება საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო კავშირის განახლების შესაძლებლობაც”,_ ნათქვამია განცხადებაში.