წელს პრესტიჟული კონკურსის “ფლექსის“ ოზურგეთიდან ორი გამარჯვებული ჰყავს. წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულები არიან წმ.ნინოს სახელობის სასულიერო სკოლის 11 კლასის მოსწავლე ეკატერინე ტოტოჩავა და ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნანა მეგრელიძე. ცნობისთვის, ორივე მათგანი ოზურგეთის ლიდერთა სკოლის მოსწავლეები არიან.
როგორც “გურია ნიუსისთვის“ არის ცნობილი ორივე მათგანი სასწავლო პროგრამით 2022 წლის აგვისტოში გაემგზავრებიან ამერიკაში.
“გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს ორივე მათგანს.