თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე განაჩენები გამოაცხადა.
ლექსო ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდში ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე ექვსივე ბრალდებულის მიმართ სრულად დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და თითოეულ ბრალდებულს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სხვა პირების ეპიზოდში სასამართლომ პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლასა და დევნის ნაწილში ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ბრალად წარდგენილი მუხლების ნაწილში მინიმალურთან მიახლოებული სასჯელი გამოიყენა.