უკრაინის დედაქალაქის კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ სთხოვა ევროპელ პოლიტიკოსებს შეწყვიტონ ყველანაირი კომერციული კავშირი მოსკოვთან და თქვა, რომ რუსეთიდან გადახდილი ყველა ევრო “სისხლშია” დაფარული.
„ყოველ ევროს, ყოველ ცენტს, რომელსაც რუსეთიდან იღებთ ან გაგზავნით, სისხლია; ეს არის სისხლიანი ფული და ამ ფულის სისხლი უკრაინული სისხლია. უკრაინელი ხალხის სისხლი“,_ განაცხადა კლიჩკომ.
კლიჩკომ ასევე აღწერა “უკრაინელთა გენოციდი” ამ კვირაში კიევის სატელიტურ ქალაქებში, როგორიცაა ბუჩა.
მისი თქმით, მან ნახა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის მოხუცი ქალი და მანქანა თეთრი დროშით და გარედან ასოები „ბავშვები“, რომელსაც ესროლეს და შიგნით სისხლიანი იყო.
BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კლიჩკომ ვიდეო ბმულით ისაუბრა ჟენევაში მერების კონფერენციაზე.