გუშინ ცნობილი გახდა რომ პოპულარული ამერიკელი მსახიობი კიანუ რივზი დაქორწინებას გეგმავს. მისი რჩეული ალექსანდრა გრანტია.
კიანუ და ალექსანდრა ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავური წყვილია, რომელიც სხვადასხვა გამოცემების ყურადღების ცენტრში იშვიათად ექცევა.
მომავალი შეყვარებულები ერთმანეთს პირველად ლოს ანჯელესში, 2009 წელს, წვეულებაზე შეხვდნენ. სერიოზული ურთიერთობა კი 2019 წელს დაიწყეს.
გუშინ გამოცემამ „Daily Mail“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წყვილი ჩუმად დაინიშნა და მალე მათი ოფიციალური ქორწილიც იქნება.
კიანუ და ალექსანდრა ნიშნობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.