ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი ფლექსის პროგრამის ოზურგეთელ გამარჯვებულებს შეხვდა. ამის შესახებ ლელა იმედაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“დღეს ამ არაჩვეულებრივ გოგოებს შევხვდი და ამაყი ვარ!
წელს ოზურგეთს პროგრამა “FLEX” – ის 2 გამარჯვებული და 1 რეზერვისტი ჰყავს.
1. ეკატერინე ტოტოჩავა – წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა, 11 კლასი
2. ნანა მეგრელიძე – ქ. ოზურგეთის #1 საჯარო სკოლა, 11 კლასი
3. ელენე მარგალიტაძე – წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა, 11 კლასი – რეზერვი
უკვე, ოცდამეცხრე წელია, რაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა “FLEX” შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში. პროგრამას აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.
“FLEX” პროგრამის ფინალისტები შეირჩევიან ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც შედგება ამერიკელი სპეციალისტებისაგან განათლების დარგში. შერჩევის პროცესი დაფუძნებულია კონკურსზე.
წარმატებები ყველას, ვინც საკუთარ თავს ამ საუკეთესო შანსს არ უკარგავს!” _ დაწერა იმედაშვილმა.