რვა ქვეყანაში დაფიქსირდა 100-ზე მეტი სალმონელას ინფექცია, რომლებიც დაკავშირებულია Ferrero შოკოლადის პროდუქტებთან.
Ferrero-მ გაიწვია Kinder Mini, Kinder Egg Hunt Kit, Kinder Surprise და Kinder Schokobons, თუმცა კომპანიამ განაცხადა, რომ ბაზარზე გამოშვებული არცერთი Kinder-ის პროდუქტი არ დადასტურებულა სალმონელაზე.
“ახლოვდება აღდგომა, სადაც ვხვდებით ამ პროდუქციის გაყიდვების ზრდას და ამიტომ, დამატებითი პრევენციული ღონისძიების სახით, გადავწყვიტეთ ნებაყოფლობით გავიწვიოთ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები. კომპანია უკიდურესად სერიოზულად ეკიდება სურსათის უვნებლობას და ჩვენ გულწრფელად ბოდიშს ვიხდით”,_ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ირლანდიის კვების უსაფრთხოების ორგანიზაცია მოუწოდებს მომხმარებლებს, შეამოწმონ აქვთ თუ არა სახლში ფერეროს პროდუქტები და თუ აქვთ არ მიირთვან.