თურქეთს რუსეთის სამხედრო გემებისთვის შავ ზღვაზე გასასვლელი ისევ ბლოკირებული აქვს, _ იუწყება УНИАН.
თურქეთი მომავალშიც აპირებს, იმოქმედოს მონტრეს კონვენციის შესაბამისად, _ განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა.
მონტრეს კონვენცია 1936 წელს მიიღეს _ კონვენციის მიხედვით, თურქეთს უფლება აქვს, დაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტე ომში მონაწილე ქვეყნებისთვის, რის შედეგადაც რუსული სამხედრო გემები ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში შესვლას ვეღარ ახერხებენ.
თურქეთმა სრუტეები ჯერ კიდევ 26 თებერვალს დაკეტა.