იანვარი
თუ იანვარში დაიბადეთ, თქვენ გონიერი და მზრუნველი ადამიანი ხართ. იმის გამო, რომ წლის პირველ თვეს დაიბადეთ, ლიდერის თვისებები განვითარებული გაქვთ. როცა ირგვლივ ქაოსი და პანიკაა, თქვენ სიმშვიდის ერთადერთ კუნძულად რჩებით.
თებერვალი
თებერვალში დაიბადეთ? მაშინ მხიარულება გიყვართ, მაგრამ ამასთან მიწაზე მყარად დგახართ. მეგობრობა და ერთგულება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ცდილობთ, რომ პირობა არ დაარღვიოთ. თქვენ კეთილი ხართ, ადამიანებს პატივს სცემთ და ეხმარებით მათ, ვინც გასაჭირშია. ასევე სისუფთავეს და წესრიგს აფასებთ.
მარტი
თუ მარტში დაიბადეთ, თქვენ ვნებიანი, კრეატიული ადამიანი ხართ. ცოტა გაზვიადება გახასიათებთ. თქვენ პირდაპირი ხართ, ყოველთვის სიმართლეს ამბობთ, ამასთან ცხოვრება გიყვართ და მისგან სიამოვნებას იღებთ. სხვებისთვის გულის გადაშლა გიჭირთ, მაგრამ როცა ამას აკეთებთ, მძიმე ტვირთს იშორებთ და იშლებით. ქუჩაში დროის გატარება, დიდხანს სეირნობა გიყვართ. ჩვეულებრივ საკუთარ საქმეს პოულობთ და ამ საქმეში მთელ გულს დებთ.
აპრილი
აპრილში დაიბადეთ? მაშინ თქვენ არაორდინალური, კაშკაშა ადამიანი ხართ ოქროს გულით. თქვენ საჩუქრების ჩუქება და სიურპრიზების გაკეთება გიყვართ. როცა ხედავთ, რომ ადამიანი თქვენი საჩუქრით გახარებულია, სულში სითბოს გრძნობთ. სამსახურში მთელ სულსა და გულს დებთ. საკუთარ მოსაზრებას ბოლომდე იცავთ, თუ თვლით, რომ მართალი ხართ. მორალური ღირებულებების ზუსტი სისტემა გაქვთ და ამ სისტემის მიხედვით ცხოვრებას ცდილობთ.
მაისი
თუ მაისში დაიბადეთ, თქვენ გულწრფელი და მოკრძალებული ადამიანი ხართ. ამასთან დიდხანს არ ფიქრობთ, თუ რას ამბობთ. სწორედ ამიტომ, არავინ იცის, თუ თქვენგან რას უნდა ელოდონ. ზოგჯერ ზედმეტად ჯიუტი ხართ, მაგრამ ამას შეიძლება შთამბეჭდავიც ვუწოდოთ.
ივნისი
თქვენ ვნებიანი სული გაქვთ. როცა იცით, თუ რა გსურთ, უბრალოდ მიდიხართ და იღებთ. თქვენ ბევრი სხვადასხვა ინტერესი გაქვთ, ამიტომ თქვენთან საუბარი ყველას მოსწონს. სხვების ხასიათთან მორგებას ახერხებთ, ამიტომ ნდობას ადვილად პოულობთ. ჭკვიანი ხართ, ხელოვნება და მახვილგონიერი, სარკაზმით სავსე ხუმრობა გიყვართ.
ივლისი
ძალიან კეთილი ადამიანი ხართ. სამყაროს შეცნობა გიყვართ, მუდმივად კითხვებს სვამთ და მათზე პასუხს ეძებთ. თქვენი სამსახურით ამაყობთ და ცდილობთ ყველაფერი გააკეთოთ, რაც თქვენზეა დამოკიდებული. ადამიანები თქვენს გვერდით თავს კომფორტულად გრძნობენ, ამიტომ მეგობრებს ადვილად იძენთ.
აგვისტო
პირდაპირი და უდრეკი ადამიანი ხართ, ძლიერი ხასიათი გაქვთ. ყველაზე მძიმე დღეებშიც კი სიმშვიდეს ინარჩუნებთ. ახლობლებმა იციან, რომ თქვენი მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეთ. ლოგიკა კარგად განვითარებული გაქვთ, ასევე დაგვიანებას ვერ იტანთ და ყოველთვის ცდილობთ, რომ პუნქტუალური იყოთ.
სექტემბერი
თქვენ ტრადიციის მოყვარული ხართ. უბრალო ნივთები მოგწონთ და არასდროს ჩქარობთ და ცხოვრებით ტკბებით. სხვებს ეჩვენებათ, რომ თქვენ ძალიან ნელი და აუჩქარებელი ხართ, მაგრამ მათი მოსაზრების გამო გული არ გაიტეხოთ. თქვენ თითქოს ამ დროიდან არ ხართ. კარგი მანერები, სტუმართმასპინძლობა, სეირნობა და საუბარი ჭიქა ჩაისთან ერთად – თქვენ ორი საუკუნის წინ უნდა დაბადებულიყავით.
ოქტომბერი
თქვენ მცირე კრეატივს ყველაფერში დებთ, რასაც აკეთებთ. ისტორიას აფასებთ, მაგრამ ამასთან ახლის შესწავლაც გიყვართ. გარედან შეიძლება ცივ ადამიანად ჩანდეთ, მაგრამ შიგნით მგრძნობიარე ადამიანი იმალება.
ნოემბერი
თუ ნოემბერში დაიბადეთ, გარშემომყოფებს ძალიან უბრალო და არც თუ ისე ჭკვიან ადამიანად მიაჩნიხართ. სინამდვილეში ძალიან ეშმაკი ხართ და მხოლოდ თავს აჩვენებთ, რომ არაფერი იცით. ასე იმიტომ იქცევით, რომ ზედმეტი საქმე არ დაგავალონ.
დეკემბერი
თუ დეკემბერში დაიბადეთ, კომფორტს აფასებთ, ღია ფერები და თბილი ნივთები გიყვართ. თქვენ წესრიგი და სისუფთავე გიყვართ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ისე აფეთქდეთ, რომ თქვენი აფეთქების შემდეგ ახალი სახლის აშენება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ყველაფრის დალაგება. ჩაკეტილი ხართ და თქვენი ცხოვრების შესახებ დეტალებს მხოლოდ ყველაზე ახლობელ ადამიანებს უზიარებთ. შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციული ხართ – ყველაფერ ახალზე არ წუწუნებთ, მაგრამ დროში გამოცდილი უფრო გიყვართ.
ავტორი