რუსეთი ამზადებს ახალ შეტევას, აგროვებს ძალებს და სამხედრო აღჭურვილობას, _ ამის შესახებ განცხადება ukrinform-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.
“ბრძოლა გრძელდება ჩვენი ტერიტორიის ზოგიერთ რაიონში. რუსეთი ამზადებს მორიგ შეტევას ჩვენი ეროვნული წინააღმდეგობის გატეხვის იმედით. ოკუპანტებმა დააგროვეს ათიათასობით ჯარისკაცი და უზარმაზარი სამხედრო ტექნიკა ახალი დარტყმის მიყენების მცდელობისთვის”,_ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ მოუწოდა მსოფლიოს კიდევ უფრო მკაცრი სანქციები დაუწესონ რუსეთს, რომ აიძულონ აგრესორი ქვეყანა შეწყვიტოს ომი.