დედამიწისკენ მზიდან ამოტყორცნილი პლაზმა მოემართება, რაც გეომაგნიტურ ქარიშხალს გამოიწვევს. ამის შესახებ The Independent-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 11 აპრილს მზის ლაქიდან AR2987 ამოიტყორცნა პლაზმა და მაგნიტური ენერგია, რომელიც დედამიწას უკვე 14 აპრილს მოაღწევს. შედეგად, ჩვენს პლანეტაზე მოსალოდნელია კაშკაშა ჩრდილოეთის ნათება და G1-ის კლასის გეომაგნიტური ქარიშხლები. ასეთი კლასის ქარიშხლებს შეუძლიათ თანამგზავრებისა და ენერგოსისტემების მუშაობის მცირე შეფერხება.
მეცნიერების თქმით, მზის ასეთი აქტივობა ნორმალურად ითვლება პერიოდში, როდესაც ვარსკვლავ 11-წლიანი ციკლის პიკს უახლოვდება.