ოზურგეთის ქუჩებში, მაკვანეთელი ილია თოიძე, მუდამ გურული სამოსით ჩაცმული და კოხტად გაწკეპილი დადის. არ აქვს მნიშნელობა, ზამთარია თუ ზაფხული.
_რას ქვია, ხანდახან ჩაცმა? გურული კაძახი ვარ, გურული სამოსით დავდივარ სულ და არც გევიხდი, სანამ ცოცხალი ვარ! საქმე და ჩაცმა ერთმანეთზე უკეთესად ვიცი, _ გვეუბნება დილაადრიანად ქალაქში ჩამოსული.
სურათის გადაღებაზე თანახმაა, ხალხისადმი სააღდგომო მილოცვას კი მოწიწებით წარმოთქვამს:
_აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ქრისტეს უბრალოება და სიყვარული მოგმადლოთ ღმერთმა!– ამბობს და მცირეოდნი პაუზის შემდეგ განაგრძობს:
_გასაჭირი კია, მარა უნდა გავუძლოთ! ხალხს გოგია უიშვილზე ბევრად უარესად უჭირს და ვთხოვ, თავს ნუ მეიკლავენ. კაცს ოთხი ღორი დარჩა და რა სჭირდა თავის მოსაკლავი? მე შვიდი მყავს, ძროხაც მაგდენივე და ჩიტიც მიზის გალიაში – თუთიყუში! თავი ისე პაწე უფრო მეტად შრომით რომ მოვიკლათ, საქმე უფრო უკეთ გვექბნება და დოვლათიც! მთავრობას მაინც არ გავამართლებ, ხალხს რომ უჭირს და მაგათ არა, , ისაა მაგათი ბრალი! – გურული იუმორი არ დაიშურა და სწრაფი ნაბიჯებით გაგვეცალა.
უკანაც მოიხედა და „რა კაციც ვარ, მოდით, მნახეთ, მაკვანეთში გელოდებითო“, _ მოგვაძახა!
წარმატებებს ვუსურვებთ საუცხოო შარმის მატარებელ , ტიპიურ გურულ.კაცს, ილია თოიძეს!
ავტორი