ამ წუთებში, ჩოხატაურში, დუმბაძის ქუჩაზე ხის ტოტებს ჭრიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახური ,,სხივი“-ს ხელმძღვანელს თეიმურაზ კოროშინაძეს ვესაუბრეთ.
“გამხმარი ხეების ტოტები, რომლებიც იყო უსახური და უშნო, ეხებოდა კაბელებს და ხელს უშლიდა, დავიწყეთ მისი ჭრა. რაც გაალამაზებს ჩოხატაურს, ის უნდა გავაკეთოთ”,_ ამბობს კოროშინაძე.