,,რუსეთის სპეცსამსახურებმა თავიანთი ქვეყნის ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელების გეგმა წამოიწყეს, რაშიც უკრაინას ადანაშაულებენ.“ _ ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი იტყობინება.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ 14 აპრილის მდგომარეობით, რუსეთის საზღვარზე რამდენიმე „ტერორისტული თავდასხმა“ მოხდა, რასაც რუსეთის ხელმძღვანელობა უკრაინულ დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფებს ადანაშაულებს.
კერძოდ, პროპაგანდისტულმა მედიამ, კურსკის ოლქის გუბერნატორზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ოთხშაბათს, 13 აპრილს, კორენევსკის რაიონში რუსული სასაზღვრო პატრულის დაბომბვა მოხდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ დაბომბვა უკრაინის ტერიტორიაზე ტყის ზოლიდან მოხდა.
ავტორი