მე მგონი ეს არის, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პერმანენტული ჩხუბი. ვფიქრობ, უკრაინას ეს არ უკავშირდება – სინამდვილეში უკრაინა შიდა პოლიტიკურ ჩხუბში გამოიყენება, _ ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა უკრაინაში ვიზიტისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ვიზიტი „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან აქ პოლიტიკური პარტიების თითქმის სრული სპექტრია“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.