ხერსონის ოლქის სოფელ გავრილოვკაში რუსმა სამხედროებმა მაღაზიაში პურის საყიდლად მიმავალ ბავშვებს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას გამოცემა UNIAN-ი ოლქის ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვანები ქუჩაში მიდიოდნენ და ტელეფონზე საუბრობდნენ, რა დროსაც რუსმა სამხედროებმა გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს. მას შემდეგ, რაც შეშინებული ბავშვები გაიქცნენ, ოკუპანტებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.
ავტორი