5 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა ქალაქ ხარკოვის დაბომბვის შედეგად, – ამის შესახებ BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა წერს, რომ ოკუპანტებმა იერიში ქალაქის ცენტრზე მიიტანეს. ცეცხლის ალშია გახვეული რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. დილის შემდეგ ეს ხარკოვზე უკვე მესამე თავდასხმაა.
“ადგილებზე მაშველები მუშაობენ”, – იუწყება უკრაინული საზოგადოებრივი მაუწყებელი Suspilne.
ავტორი