რამდენიმე დღის წინ უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა უკრაინელი მომღერალი ნატაშა კოროლიოვა სასტიკად გააკრიტიკა.
გორდონმა არ დაიზარა და სხვადასხვა სოციალურ ქსელში კოროლიოვას გავრცელებული „პოსტები“ ყურადღებით შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ უკრაინაში დაბადებულ-გაზრდილ ამ ქალბატონს მის სამშობლოში მიმდინარე ომზე არც ერთი მოსაზრება არ უწერია, სამაგიეროდ, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში დაგეგმილ საგასტროლო ტურნეს ფართო პროპაგანდას უწევს.
გორდონის კრიტიკა კიდევ ერთმა ცნობილმა მუსიკოსმა გამოიწვია. საუბარი იგორ კრუტოიზეა. 1954 წელს დაბადებული კრუტოი, 25 წლის ასაკამდე უკრაინაში ცხოვრობდა და რუსეთში გადაბარგებამდე ქალაქ ნიკოლაევში მუშაობდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ იგორ კრუტოი დღემდე დუმილის უფლებას იცავს.
ავტორი