სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა იწყება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
„პროგრამის დამტკიცების მნიშვნელოვანი ამოცანაა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური ხელშეწყობა; სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდია განისაზღვრება 1 ჰექტარზე 300 ლარით. ანუ სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25-მდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები. ბენეფიციარებს დაერიცხებათ სპეციალურ აგრობარათზე აღნიშნული დახმარება ქულების სახით და მათ შეეძლებათ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად. ეს შეეხება დაახლოებით 300000-მდე ფერმერს. პროექტის ბიუჯეტი 35 მილიონ ლარს შეადგენს“, – განაცხადა პრემიერმა.