გურიაში ამ დროისთვის აღმოსავლეთის მიმართულების ქარი ქრის, რომელიც მალე შესუსტდება, საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. ხვალ დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელია, დაფიქსირება +27, +28 გრადუსი,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. მაღალ მთიან რაიონებში არ არის გამორიცხული, რომ ღამის საათებში წვიმა დღისით თოვლჭყაპში გადავიდეს. დღის მაქსიმალური ჰაერის ტემპერატურა დაბალ რაიონებში +12, +14 გრადუსი იქნება, მთებში +10, +12 გრადუსი, მაღალ მთაში +5, +7 გრადუსი. 21 აპრილს ტემპერატურა კვლავ მატულობს. ზოგან შენარჩუნდება წვიმა ელჭექით. 23-24 აპრილს +28, +30 გრადუსამდე დაფიქსირდება”,_ ამბობს გვაზავა.
ავტორი