რუსეთის უკრაინაში შეჭრა ამ ქვეყანაში მოღვაწე არაერთმა შოუ-ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელმა დაგმო. სამწუხაროდ უფრო მეტმა სამხედრო აგრესიას დაუფარავად მხარი დაუჭირა.
ამის მაგალითია ნაწილობრივ პოპულარული, მაგრამ უნიჭო მომღერალი აბრაამ რუსო, რომელმაც რუსეთიდან წასული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები გაქცეულ ძაღლებს შეადარა. გმირია გრიგორი ლეპსი, რომელიც პუტინის მხარდამჭერ ყველა ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს. სხვათა შორის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ ლეპსმა 20 მილიონი დოლარი დაკარგა, რომელსაც ამერიკულ და ბრიტანულ ბანკებში ინახავდა.
რუსეთის გმირია ეროვნებით უკრაინელი მომღერალი ანი ლორაკი, რომელმაც ერთხელაც კი არ დაგმო რუსული არმიის სისასტიკე თავის ისტორიულ სამშობლოში. რამდენიმე დღის წინ უკრაინის ქალაქ ჩერნივიცში ანი ლორაკის ვარსკვლავი მოხსნეს და მისი ქმედებების გამო უკრაინელებმა პროტესტი ამ სახით გამოხატეს.
უკრაინის მხარდასაჭერად კონცერტებს ატარებენ ლეონიდ აგუტინი და ანჟელიკა ვარუმი, ამ დროს პუტინს მხარდაჭერას ღიად უცხადებენ ფილიპ კირკოროვი, სტას მიხაილოვი, ნიკოლაი ბასკოვი, ვლადიმირ მაშკოვი, ნიკოლაი რასტორგუევი.
სამწუხაროდ, ზემოთჩამოთვლილი პიროვნებების გვერდით მოიხსენიება ცნობილი ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძეც, რომელიც არ აპირებს რუსეთის დროშის გარეშე რომელიმე საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას. ამის შესახებ მან რუსულ პირველ არხს განუცხადა.
– „მე, როგორც რუსი არტისტი, რუსული დროშის გარეშე არასდროს არსად გამოვალ!..“ – ასეთია ცისკარიძის სიტყვები.
ავტორი