ლანჩხუთში გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ დაფიქსირებულია 10823 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 10809, გარდაცვლილია 83. აქტიურია 14 შემთხვევა.
ინფიცირებული პაციენტებიდან 4 სტაციონარში, დანარჩენი კი ბინაზე მკურნალობს.