1 ივნისამდე შეიქმნება App Store-ისა და Google Play აპლიკაციების რუსული ანალოგი iPhone და Android სმარტფონებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას, რუსეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ამის შესახებ business-gazeta წერს.
შეგახსენებთ, რომ ადრე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ასეთი ბრძანება გასცა .
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის პრემიერ – მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ციფრული განვითარების სამინისტროს დაავალა, 1 თვის განმავლობაში უზრუნველყოს უცხოური პლატფორმების რუსული ანალოგის შექმნა.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უცხოურ პლატფორმებს – App Store-სა და Google Play-ს შეუძლია მთლიანად შეზღუდოს რუსი მომხმარებლების აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა. მან მოუწოდა რუს დეველოპერებს შეექმნათ მაღაზიების შიდა ალტერნატივა.
„ციფრული განვითარების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ სამუშაოს დასრულება 1 ივნისამდე. ამისთვის ყველაფერი გვაქვს. არის ეკოსისტემის ელემენტები, რომლებიც მხოლოდ დასრულებას საჭიროებს” – ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის ბრძანებაში.