რუსეთის უმაღლესი სარდლის თქმით, რუსეთი მიზნად ისახავს სრული კონტროლს აიღოს სამხრეთ უკრაინაზე, ისევე როგორც აღმოსავლეთ დონბასის რეგიონზე.
გენერალ-მაიორი რუსტამ მინეკაევის განცხადებით, აღნიშნული მიზანი მოსკოვს საშუალებას მისცემს შექმნას სახმელეთო ხიდი ყირიმთან, რომლის ანექსიაც მან 2014 წელს განახორციელა.
მან ასევე თქვა, რომ ამ მიზნის მიღწევა მოსკოვს მისცემს წვდომას რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, მოლდოვაში.
დნესტრისპირეთი არის პატარა რეგიონი, რომელიც ესაზღვრება უკრაინის დასავლეთით.
როგორც BBC იუწყება, გაურკვეველია იყო თუ არა გენერალი მინეკაევის კომენტარები ოფიციალურად სანქცირებული კრემლის მიერ, მაგრამ ისინი ფართოდ იყო ციტირებული რუსეთის სახელმწიფო მედიაში, მათ შორის საინფორმაციო სააგენტოები Interfax-ის და Tass-ის მიერ.
იმავდროულად, ევროკავშირის მაღალჩინოსანმა განუცხადა Reuters-ს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, გააძლიერებს თავდასხმებს აღმოსავლეთ უკრაინასა და სამხრეთ სანაპიროზე უახლოეს დღეებში და დასძინა, რომ მომდევნო ორი კვირა შეიძლება გადამწყვეტი იყოს ომში.