ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია ინფიცირების 10827 შემთხვევა, გამოჯანრთელებულია, 10823 პაციენტი, გარდაცვლილია 83. ამ დროისთვის აქტიური რჩება ინფიცირების 4 შემთხვევა.
ინფიცირებული 4 პაციენტიდან 3 ბინაზე, 1 კი კოვიდკლინიკაში მკურნალობს.
ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ეპიდვითარება ამ დროისთვის დასტაბილურებულია.