პუტინის რეჟიმის დაუფარავი „მეხოტბე“ თინა კანდელაკია, რომელიც დღე არ ჩაივლის, სოციალურ ქსელებში საყვარელ „ვლადიმიროვიჩს“ სიყვარულით აღსავსე ახალი გზავნილი არ გაუგზავნოს.
რამდენიმე დღის წინ კანდელაკის „პოლიტიკურ აქტიურობას“ რუსი ბლოგერი და ჟურნალისტი ნიკა ბელოცერკოვსკაია გამოეხმაურა და მისი ქმედება საჯაროდ გააკრიტიკა:
„ის ჭკვიანი გოგოა, მაგრამ მე მაოცებს მისი სახიფათო ორპირობა. მან ყველაფერი იცის. ეს იგივეა, რაც მე ახლა ვთქვა, რომ ფრანგული პროდუქტებისგან მომზადებული კერძი, რეალურად რუსული პროდუქტებისგან მოვამზადე.
თინას შეუძლია გაარჩიოს სიმართლე სიცრუისგან, მას ესმის, რა ხდება სინამდვილეში. არ გადავალ პირადში, ვისთან ცხოვრობს თინა, ვის ხარჯზე, მაგრამ მას აქვს არჩევანი – გავიდეს ჩრდილში, დატოვოს თანამდებობა, ან ისაუბროს პატრიოტიზმზე, რომელიც მოჩვენებითია და ბედნიერად ისეირნოს მდიდრულ სახლში“.
ავტორი