დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საზღვაო ძალების დაახლოებით 20-მდე ხომალდი და წყალქვეშა ნავი შავი ზღვის საოპერაციო ზონაში იმყოფება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კრეისერი Mосква-სა და სადესანტო გემის, Саратов-ის დანაკარგის მიუხედავად, რუსეთი თავდასხმების შესაძლებლობას ინარჩუნებს
,,ბოსფორის სრუტე ყველა არათურქული სამხედრო ხომალდისთვის დაკეტილია. შესაბამისად, რუსეთი შავ ზღვაში ჩაძირული კრეისერი Mосква-ს ჩანაცვლებას ვერ შეძლებს.
კრეისერი Mосква-სა და სადესანტო გემის, Саратов-ის დანაკარგის მიუხედავად, რუსეთის საზღვაო ძალები უკრაინისა და სანაპირო ობიექტებზე თავდასხმის შესაძლებლობას ინარჩუნებენ“ – წერია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.
ავტორი