აზოვის ბატალიონის ტელეგრამარხზე წერს, რომ ღამით რუსი ოკუპანტების მხრიდან დაბომბვის შედეგად, “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიის ის ნაწილი დაზიანდა, სადაც სამხედრო საველე ჰოსპიტალი იყო განთავსებული.
როგორც აზოვის ბატალიონი წერს, დაჭრილი სამხედროებს შორის არიან დაღუპულებიც და დაშავებულებიც.
აზოვის პოლკი, საერთაშორისო ორგანიზაციევს მოუწოდებს, რომ აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურონ
“მტრის თავდასხმის გამო ოთახის ნაწილი ჩამოინგრა – კერძოდ, საოპერაციო ოთახი, რის გამოც ახლა შეუძლებელია ჩვენი ჯარისკაცების დახმარება, თუნდაც ისეთ პირობებში, რაც ადრე იყო.
ჩვენ ხაზს ვუსვამთ! ჟენევის კონვენცია უზრუნველყოფს სტაციონარული და მოძრავი სამედიცინო დაწესებულებების დაცვას, მათზე თავდასხმა არ უნდა მოხდეს! დაჭრილები და ავადმყოფები, სამოქალაქო თუ სამხედრო (მებრძოლები), უნდა სარგებლობდნენ დაცვით. დაჭრილს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა მიეწოდოს საჭირო დახმარება.
მოვუწოდებთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს გამოეხმაურონ იმ ფაქტს, რომ რუსეთი აგრძელებს მარიუპოლის იმ დამცველების განადგურების მცდელობებსაც კი, რომლებიც იარაღს ვეღარ იჭერენ!” – წერს აზოვის პოლკი.
ცნობისთვის, “აზოვსტალის ქარხანას” თავს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ქალები და ბავშვები აფარებენ. ალყაშემორტყმულ ქალაქში არ არის საკმარისი წყალი, საკვები, მედიკამენტები.
ავტორი