უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 10 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ერთ-ერთმა რაკეტამ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სართულები გაანადგურა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთმა თავდასხმა რაკეტების გამოყენებით განახორციელა.