დღეს ღამით ოდესის საჰაერო თავდაცვამ მოწინააღმდეგის სამი რაკეტა ჩამოაგდო – ამის შესახებ ინფორმაცია Telegram-ში ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ მარჩენკომ გაავრცელა.
“საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა ოდესის რაიონის თავზე 3 რუსული რაკეტა ჩამოაგდო, რომლებიც დაფრინავდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად. მადლობა ჩვენს სამხედროებს მათი უნაკლო მუშაობისთვის”, – თქვა მარჩენკომ.
მარჩენკომ ასევე განაცხადა, რომ ღამით მტერმა დრონის გამოყენებით, სცადა ინფრასტრუქტურის საჰაერო დაზვერვის ჩატარება, მაგრამ ის, ასევე ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა.
OVA-ს სპიკერმა სერხი ბრაჩუკმა ასევე განაცხადა, რომ რეგიონის ცა მთლიანად უკრაინის საჰაერო ძალების კონტროლის ქვეშაა.