უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი The Time-სთან ინტერვიუში ომით გამოწვეული ცვლილებების შესახებ საუბრობს.
“დავბერდი” _ ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტს კითხვაზე, როგორ შეიცვალა ის ომის დაწყების შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დაბერდა იმ ინფორმაციის გამო, რომელიც არასდროს სურდა, სცოდნოდა – დაღუპული ადამიანებისა და რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ის მორალურ სიმტკიცეს მაინც ინარჩუნებს.
“დავბერდი გონებრივად, მორალურად… ისე, მორალური თვალსაზრისით, აბსოლუტურად მტკიცე ვარ. მაგრამ დავბერდი მთელი ამ ინფორმაციისგან, რომელიც არასდროს მინდოდა. ეს არის ცოდნა, რომელიც უკავშირდება დაღუპული ადამიანების რაოდენობას და რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ასეთი სიბრძნე… მართალი გითხრათ, არასდროს მქონია ასეთი ცოდნის მიღწევის მიზანი”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.