ოზურგეთში ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის ჩემპიონატი გრძელდება.
ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში გამართულ, საქართველოს პირველობის ჩემპიონატში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 250 -ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბერძნულ – რომაული სექციის მოჭიდავეებმა, ნახევარფინალებსა და ფინალებზე წარმატებით იასპარეზეს:
I ადგილი: ლუკა ფიფია (44 კგ); გიორგი როყვა (56კგ);
II ადგილი: ლუკა კილაძე (44კგ); ერეკლე თავბერიძე (48კგ); ზურა სადრაძე (57კგ);
III ადგილი: რეზი გუჯაბიძე (48 კგ); გიორგი თავბერიძე (48 კგ).