დღეს სამტრედიაში, ილორის დასახელებაში კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესია გაიხსნა. ხონი- სამტრედიის ეპარქიაში კვირაცხოვლობის სახელობის ეს ერთადერთი ტაძარია.
ტაძრის მშენებლობა 2009 წელში დაიწყო და დასრულდა 2019 წელს. მას შემდეგ შიგა სამუშაოები მიმდინარეობდა და 2022 წლის გაზაფხულზე მომზადდა საკურთხევლად.
დღეს დილით ხონი- სამტრედიის ეპარქიის მმართველმა მეუფე საბამ აკურთხა ტაძარი და საზეიმო ლიტურგია ჩაატარა. ტაძრის ქტიტორია წარმოშობით ილორის მკვიდრი, ავთანდილ ჯანჯალია, რომელმაც ეს დიდებული საჩუქარი თავის თანამემამულეებს კვირაცხოვლობის სადღესასწაულოდ მიუძღვნა.
მეუფემ ტაძარში მღვდელმსახურება დეკანოზ იოანეს ჩააბარა.
ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე კოხრეიძე გახდა.
ავტორი