მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში რუსეთის ძალების მიერ ალყაში მოქცეულმა უკრაინელმა მებრძოლებმა განაცხადეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ჯგუფმა შეძლო ტერიტორიის დატოვება, – ამის შესახებ CNN წერს.
უკრაინის აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა თქვა, რომ 20 კაციანი ჯგუფი, მათ შორის ქალები და ბავშვები გაიყვანეს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის კვლავ გრძელდება სამაშველო ოპერაცია, რომელსაც აზოვის სამხედროები აწარმოებენ.
რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით კი, 25 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა უცნობია, სად გადაიყვანეს.
ტელეკომპანია წერს, რომ მოსკოვი ინტენსიური საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რათა მშვიდობიანი მოქალაქეებმა ტერიტორია დატოვონ.
ვარაუდობენ, რომ ასობით ადამიანი თავს აფარებს ქარხანას – უკანასკნელ ადგილს, რომელსაც უკრაინელი ჯარისკაცები აკონტროლებენ მარიუპოლში. მოსკოვმა მათ დანებება მოსთხოვა. უკრაინის სამხედროები აცხადებენ, რომ რუსეთის საჰაერო თავდასხმები გრძელდება.