უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, ნენსი პელოსი ჩავიდა.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში მან განაცხადა, რომ უკრაინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ყველას თავისუფლებისთვის იბრძვის, ამიტომ ვაშინგტონი მის გვერდით ბოლომდე იდგება.
“ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. გვინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თავისუფლებისთვის იბრძვით. უკრაინა ახლა ამ ბრძოლის წინა ხაზია და თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა და ამიტომ იქამდე ვიქნებით თქვენ გვერდით, სანამ ეს ბრძოლა წარმატებით არ დასრულდება”, – თქვა ნენსი პელოსმა.
თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ნენსი პელოსის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მძლავრი მსოფლიო მხარდაჭერის საკითხში უპირობო ლიდერია.
“მადლობა ჩამოსვლისთვის. ეს აშშ, კონგრესისა და სენატის ორპარტიული მკაფიო მხარდაჭერის სიგნალია. ამ მხარდაჭერას ვაფასებ მე, როგორც პრეზიდენტი. ჩემი გუნდი და უკრაინელი ხალხი. აშშ ომის მიმდინარეობის დროს ლიდერია ჩვენს მხარდაჭერაში. მადლობა, რომ ეხმარებით უკრაინას დაიცვას სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა”, – თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინაში ამერიკის მაღალჩინოსნები, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი იმყოფებოდნენ.
ავტორი