,,რუსეთმა უნდა ჩამოართვას დასავლეთელებს, საკუთრებაში არსებული ქონება, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წინადადების, რუსეთის ელიტის გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის საპასუხოდ“ – განაცხადა რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
Reuters წერს, რომ ბაიდენმა გააძლიერა უკრაინის მხარდაჭერა და კონგრესს 33 მილიარდი დოლარი სთხოვა კიევის დასახმარებლად და ნება დართო, ჩამოართვას რუსი ოლიგარქების საკუთრებაში არსებული აქტივები და შემოსული თანხა უკრაინას გადასცეს.
სათათბიროს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ რუსი ოლიგარქების მდიდრული იახტები და ვილები არ დაეხმარება რუსეთს განვითარებაში, მაგრამ, როგორც ჩანს დასავლეთი უბრალოდ ქურდობით იყო დაკავებული.
„მართებულია სარკისებური ზომების მიღება რუსეთში იმ ბიზნესების მიმართ, რომელთა მფლობელები არიან არამეგობრული ქვეყნებიდან, სადაც ასეთი ზომები იქნა მიღებული. ჩამოვართვათ ეს აქტივები.
გაყიდვიდან შემოსული თანხა ჩვენი ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს“, – წერს ვოლოდინი, რომელიც ხშირად ახმოვანებს კრემლის შეხედულებებს, თავის Telegram არხზე.
ვოლოდინმა გამოყო ქვეყნები: ლიტვა, ლატვია, პოლონეთი და შეერთებული შტატები, რომლებიც რუსული აქტივების “ქურდობით” იყვნენ დაკავებულნი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამ აიძულა შეერთებული შტატები და მისმა მოკავშირეები დააწესონ ყველაზე მკაცრი სანქციები თანამედროვე ისტორიაში რუსეთისა და მოსკოვის ბიზნეს ელიტაზე, ამას პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეკონომიკური ომის გამოცხადებას უწოდებს.
პუტინმა არაერთხელ გააფრთხილა დასავლეთი, რომ მოსკოვი ერთნაირად უპასუხებს, თუმცა ჯერჯერობით კრემლის ყველაზე მკაცრი ეკონომიკური პასუხი იყო პოლონეთსა და ბულგარეთში გაზის მიწოდების შეწყვეტა და გაზის ევროპელი მყიდველებისთვის გადახდის ახალი სქემის მოთხოვნა.
მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, 1,8 ტრილიონი დოლარის ეკონომიკა მიდის ყველაზე დიდ შეკუმშვისკენ 1991 წლის საბჭოთა კავშირის დაცემის შემდგომი წლების შემდეგ.
ავტორი