უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, DRG-ის განეიტრალეს, რომლითაც რუსები სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდებასა და უკრაინისთვის დაბრალებას გეგმავდნენ.
SBU სპიკერის არტემ დეხტიარენკოს თქმით, უსაფრთხოების სამსახურმა გაანეიტრალა მტრის ღრმად საიდუმლო დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი, რომლებიც ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდენ
“ჩვენმა სამსახურმა ჩაატარა მრავალსაფეხურიანი სპეცოპერაცია და გაანეიტრალა მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აგენტები ტერაქტს ამზადებდნენ: ისინი რუსეთის ან ბელარუსიის ტერიტორიაზე გეგმავდნენ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას. ოკუპანტები აპირაბდნენ, რომ უსაფუძვლოდ დაედანაშაულებინათ უკრაინა და ჩვენი პარტნიორები თვითმფრინავზე თავდასხმაში“, – ამბობს უსაფრთხოების სამსახური.
უწყების თქმით, პროვოკაციის ჩასადენად თავდამსხმელებს გასროლა სამოქალაქო თვითმფრინავების წინააღმდეგ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემიდან, MANPADS-იდან სურდათ.
,,ოკუპანტები აპირებდნენ უსაფუძვლოდ დაედანაშაულებინათ უკრაინა და ჩვენი პარტნიორები თვითმფრინავზე თავდასხმაში. პროვოკაციის ჩასადენად თავდამსხმელებს სურდათ გაესროლათ სამოქალაქო თვითმფრინავზე პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემიდან (MANPADS) Stinger.
უცხოური MANPADS-ის მოპარვისა და ფარულად გატანის მიზნით, აგრესორი ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა შესაბამისი დავალება თავიანთ სადაზვერვო ჯგუფს მისცა”,– ამბობს SBU სპიკერის არტემ დეხტიარენკო.
უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულია დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის ყველა წევრი. მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი