ტრაგედია გუდაურში- პარაპლანის ჩამოვარდნას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამწუხარო ფაქტს “გურია ნიუსთან” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ადასტურებს.
მერის ინფორმაციით, დაღუპულია უკრაინელი პილოტი. მასთან ერთად მყოფი პიროვნება კი გადარჩა.
ამ დროისთვის პარაპლანის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.