რუსმა მომღერალმა, ფილიპ კირკოროვმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი, შოუმენი მაქსიმ გალკინის შეურაცყოფის გამო გააკრიტიკა.
“მარგარიტა სიმონიანმა, ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში, ძალიან უსიამოვნოდ ილაპარაკა ჩემი კოლეგების – მაქსიმ გალკინისა და ალა პუგაჩოვას შესახებ. რისთვის? სანთელი გეჭირა? რატომ აშავებ საჯაროდ ადამიანს და მის ოჯახს? რას იფიქრებენ შენზე მაქსიმის და ალას შვილები? ან რას იფიქრებენ საკუთარ სამშობლოზე? როგორ ბედავ ადამიანების საჯაროდ დამცირებას? ვინ მოგცა ამის უფლება? მარგარიტა, შენ ჩვენი ქვეყნის რუპორის მთავარი რედაქტორი ხარ. არ გაქვს უფლება, დათესო განხეთქილება. შენ ჟურნალისტი ხარ და არა სამარცხვინო ბაზრის ქალი, რომელიც ჭორებს ავრცელებს. შენზეც მოიძებნება ერთი-ორი ბინძური ჭორი, ყველანი ცოდვილები ვართ, წმინდანები არავინ ვართ. დიდი პროფესიონალები ტოვებენ ქვეყანას და იმის ნაცვლად, რომ მათ დაბრუნებაზე იზრუნოთ, უბრალოდ, ცხოვრებას ურთულებთ”. – ამბობს ვიდეო მიმართვაში კირკოროვი.
რამდენიმე დღის წინ, მარგარიტა სიმონიანმა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში გალკინის შესახებ ისაუბრა, მისი თქმით, შოუმენმა კარიერული წინსვლის გამო ასაკოვან ქალზე იქორწინა.
“ის არის გეი, რომელმაც გამდიდრების, კარიერული წინსვლის მიზნით ასაკოვან ქალზე იქორწინა”. – თქვა სიმონიანმა.
ცნობისთვის, რუს მომღერალს ფილიმ კირკოროვს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ღიად პოზიცია არ დაუფიქსირებია, თუმცა, გააპროტესტა უკრაინელი სამართალდამცავების მიერ პრორუსი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის დაპატიმრება.
ავტორი