ოდესაში დნესტრის შესართავთან რუსმა ოკუპანტებმა ხიდი დაბომბეს. – ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.
“დნესტრის შესართავთან ხიდზე რაკეტები გაისროლეს. ინფორმაცია ზუსტდება”, – განაცხადა ბრაჩუკმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის „სამხრეთის“ ინფორმაციით, ამჯერად დარტყმა სამი რაკეტით განხორციელდა. ხიდის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
“ოდესის რეგიონზე სამი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. მტერი დნესტრის შესართავთან დაზიანებული ხიდის ნგრევას აგრძელებს. ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება”, – ნათქვამია განაცხადებაში
ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს ხიდის დანგრევის მესამე მცდელობაა.სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს კვამლის დიდი ნაკადი.
მანამდე ადმინისტრაციის სპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა გამოაცხადა 12 დივერსანტის დაკავების შესახებ, რომლებიც ოდესაში 2 მაისისთვის პროვოკაციებს ამზადებდნენ: მათ იპოვეს იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები.
ავტორი