ოზურგეთში ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
“ინფიცირების შემთხვევები შემცირებულია. სკოლებისა და ბაღების პედაგოგების გეგმიური შემოწმების დროს არ დაფიქსირებულა ინფიცირების შემთხვევები. შესაბამისად, შემზღუდველი ღონისძიებები ამ ბავშვთა დაწესებულებებში არ გვაქვს. მხოლოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გვაქვს ერთი კლასი დახურული. დანარჩენ შემთხვევაში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება სწავლა”,_ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 21666 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21545 პაციენტი, გარდაცვლილია 96.