გუშინ ცნობილი გახდა რომ პოპულარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ედ შირანმა და უკრაინულმა ჯგუფმა „АНТИТІЛА“ სიმღერა 2step ხელახლა ჩაწერა.
ჯგუფის ვოკალისტი ტარას ტოპოლიას თქმით, სიმღერის ტექსტი ომის დროს ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან განშორებითაა შთაგონებული. მისი ოჯახი აშშ-შია, თავად კი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად უკრაინაში რჩება და ომში დაზარალებულს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უწევს.
ტარასმა სიმღერაში საკუთარი მონაკვეთი კიევის გარეუბანში ჩაწერა. კლიპის სცენების ნაწილი ხარკოვშია გადაღებული.
კლიპიდან მიღებული შემოსავალი უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება.
ავტორი