გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში პურის საცხობში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.
საცხობის თანამშრომლებმა 35 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი, დღეს, დილით ნახეს. გარდაცვლილი პურის საცხობის თანამშრომელი იყო.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი, შესაძლოა გაზით გაიგუდა, რადგან საცხობში პური გაზის გამოყენებით ცხვება.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს პოლიცია ატარებს. მამაკაცის ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, სადაც მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი უნდა დადგინდეს.
წყარო: knews.ge