პრორუსი ბლოგერი ანატოლი შარიი, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ ეჭვმიტანილია ღალატში, ესპანეთში დააკავეს, იუწყება SBU-ს პრესცენტრი.
„ესპანურმა სამართალდამცავმა უწყებებმა შარიი დააკავეს 2022 წლის 4 მაისს. ეს შესაძლებელი გახდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მჭიდრო თანამშრომლობის გამო გენერალურ პროკურატურასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და უკრაინელი სამართალდამცავების მრავალდონიანი სპეცოპერაციის შედეგად, “- ნათქვამია განცხადებაში.
SBU-მ განაცხადა, რომ ეს დაკავება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ყველა უკრაინელი მოღალატე ადრე თუ გვიან დამსახურებულ სასჯელს მიიღებს.