უკრაინაში რუსი ოკუპანტების იერიშებს უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრე მახოვი ემსხვერპლა. ინფორმაციას Ukraina24 ავრცელებს.
მედიასაშუალება წერს, რომ ის Ukraina24-ზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა და ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა.
ჟურნალისტი ხარკოვის ოლქში, იზიუმთან ახლოს გარდაიცვალა.
ტელეკომპანია წერს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან ალექსანდრე ყველაზე ცხელ წერტილში იყო.
ალექსანდრე იყო მოხალისე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს და სამხედრო მეთაური. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან ის აქტიური საომარი მოქმედებების ზონაში იმყოფებოდა. ალექსანდრე მსახურობდა 95-ე ბრიგადაში.
2021 წელს ალექსანდრე მახოვი, ჟურნალისტი და სამხედრო კორესპონდენტი Segodnya-სა და Ukraina 24-ისთვის, საომარი მოქმედებების მონაწილე, მოხვდა უკრაინის TOP-50 ბლოგერების ფინალისტთა სიაში Focus-ის მკითხველების მიხედვით.
ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აჩვენა და გააშუქა ომის მოვლენები. მახოვი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩაუტარდა ფრონტის ხაზზე და იყო ერთადერთი უკრაინული მედიის წარმომადგენელი თვითმფრინავში, რომელმაც უკრაინელების ევაკუაცია მოახდინა კორონავირუსით ინფიცირებული ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან.
მახოვი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა არხებზე “უკრაინა” და “უკრაინა 24”, ხოლო 2021 წლის ოქტომბერში გადავიდა ტელეარხ “დომ”-ზე.
ავტორი