დღეს, ოზურგეთში მყოფ ამერიკის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, „გურია ნიუსის“ ჟურნალისტმა, მარინა ჩიხლაძემ გაზეთის ახალი ნომერი გადასცა. და მადლიერება გამოთქვა ამერიკის სახელმწიფოს მიმართ.
„ააა… გურია, კარგია“ _ თქვა ქალბატონმა ელჩმა გაზეთის დანახვისას და “გურია ნიუსით” დაინტერესდა.
_ დიახ, ეს „გურია ნიუსია“. მისი დამფუძნებელი ქალბატონი ია მამალაძეა. 22 წლის წინ, ამერიკის საელჩოს მიერ, გაზეთს საჩუქრად გრანტი გადაეცა და მას შემდეგ, ის ძლიერ საინფორმაციო სააგენტოდ ჩამოყალიბდა. თვით პანდემიის პირობებშიც კი, დაბრკოლებების მიუხედავად, რეგულარულად მიეწოდებოდა მკითხველს და ხალხთან მართალი და საქმიანი სიტყვა მიჰქონდა და მიაქვს… _ უთხრა მას ჟურნალისტმა.
_ ძალიან კარგია. სასიხარულოა, წარმატებებს გისურვებთ! _ უთხრა მას ქალბატონმა ელჩმა.