ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ურუშაძესთან ერთად, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ოზურგეთში ვუმასპინძლეთ აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს. პოზიტიური შეხვედრა გვქონდა, სადაც სამომავლო გეგმები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. მადლობას ვუხდი ქალბატონ ელჩს ამერიკელი ხალხის და ამერიკის ხელისუფლების მიერ, საქართველოს ძლიერი მხარდაჭერის და მეგობრობისთვის,“- აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.
(R)