უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, სუმის ოლქში რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს – ამის შესახებ ინფორმაცია სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრო ჟივიცკიმ გაავრცელა.
მისი თქმით. რაკეტა უკრაინულმა ძალებმა რომენსკის რაიონის თავზე გაანადგურეს.
“სუმის ოლქი არის უკრაინის ჩრდილოეთ ფორპოსტი”. – წერს ჟივიცკი.
ჟივიცკიმ ფოტოც გაავრცელა, რომელშიც უკრაინელების მიერ ჩამოგდებული რუსული ფრთოსანი რაკეტის კვალი ჩანს ცაზე.