”ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა ხალხი ამ ჯოჯოხეთიდან გამოვიყვანოთ,” – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
გაერომ განაცხადა, რომ დახმარებას უწევს, მათ შორის ფსიქოლოგიური მხარდაჭერით, გადარჩენილებს, რომლებიც ევაკუირებულნი იყვნენ სამხრეთ ქალაქიდან.
გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას, ბატონმა გუტერეშმა თქვა, რომ მან ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული წვდომისა და ევაკუაციის შესაძლებლობას ალყაში მოქცეული ტერიტორიებიდან, „პირველ რიგში, მარიუპოლიდან“.
ხუთშაბათს პუტინმა თქვა, რომ რუსული ძალები მზად არიან, უსაფრთხო გადასასვლელი შესთავაზონ მშვიდობიან მოსახლეობას, რომლებიც ქარხანაში რჩებიან. მოსკოვის ოფიციალური პირების თქმით, უკრაინამ უნდა უბრძანოს თავის მებრძოლებს დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა არ შეაჩერეს აზოვსტალის ფოლადის ქარხნის დაბომბვა.