უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლადო გამსახურდია წერს, რომელიც ერთ-ერთია დაჭრილებს შორის.
“მოკლედ რახან ჭორის დონეზე გავარდა ხმა გეტყვით: შეტაკებაზე დავიჭერით ცხრა ქართველი, ყველანი ვართ კარგად და ვდგევართ ფეხზე მყარად. მე პირადად მომხვდა “ასკოლკა” თეძოზე და დამიდგინდა მსუბუქი “კანტუზია” როგორც ხედავთ ვარ კარგად. შეტაკება იყო ძლიერი. ჩვენი გამოვედით დანაკლისის გარეშე. მოწინააღმდეგეს აქვს სოლიდური დანაკარგი. მადლობა ჩვენ ქართველ მეთაურს და ჩემ მებრძოლ ძმებს. მადლობა ექიმებს. ერთობით გავიმარჯვებთ. როგორც მეთაურმა თქვა: “ჩვენი ქართველი დაღუპული მებრძოლების სისხლი ავიღეთ“,_ წერს გამსახურდია.